გენძეხაძე ედუარდ ვახტანგის ძე

rirght|ე. გენძეხაძე.

გენძეხაძე ედუარდ ვახტანგის ძე (დ. 13. I. 1938, თბილისი), პოლიციის გენერალ-მაიორი (1997).

1961 დაამთავრა თბილისის ა. პუშკინის სახ. სახელმწ. პედ. ინ-ტი. (ამჟამად ილიას უნ-ტი), 1964–66 მუშაობდა მთავლიტში, 1971–72 – საქართვ. სსრ მინისტრთა საბჭოს აპარატში, 1973-იდან შს სამინისტროში, 1980-იდან – შს სამინისტროს შტაბის უფროსად. 1983–90 – პარტიულ სამუშაოზე იყო საქ. კპ ცკ-ის აპარატში: 1990-იდან დაბრუნდა შს სამინისტროში კადრების სამმართველოს უფროსის მოადგილედ, 1994–95 იყო შს მინისტრის აპარატის უფროსი. 1995-იდან – შს სამინისტროს შტაბის უფროსი.

დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით (2003) და მედლებით.

ლ. დოლიძე