გეორგიევსკი

გეორგიევსკი, ქალაქი რუსეთში, სტავროპოლის მხარეში. გეორგიევსკის რ-ნის ცენტრი.

დაარსდა 1777 როგორც „კავკასიის ხაზის“ ერთ-ერთი ციხესიმაგრე. 1783 წ. 24 ივლ. (4 აგვ.) აქ რუს. იმპერიისა და ქართლ-კახეთის სამეფოს წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს ამ ორი სახელმწიფოს სამხ.-პოლიტ. კავშირის შესახებ (იხ. სტ. გეორგიევსკის ტრაქტატი 1783).