გერასიმჩუკი დავით ივანეს ძე

გერასიმჩუკი დავით ივანეს ძე (5. V. 1916 – 27. IV. 1978, ჟიტომირი), საბჭოთა კავშირის გმირი (29. VI. 1945).

ცხოვრობდა და საშ. განათლება მიიღო თბილისში. 1936-იდან წითელ არმიაშია. II მსოფლიო ომის დროს კენიგსბერგთან გამართულ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა საბჭ. კავშირის გმირის წოდება.

დაჯილდოებულია ლენინის ორდენით და სხვა სახელმწ. ჯილდოებით.

ტ. ჩინჩილაკაშვილი