გერბერი იოჰან

გერბერი (Gärber) იოჰან გუსტავ (გ. 1734), რუსეთის სამსახურში მყოფი გერმანელი ინჟინერ-არტილერისტი.

1723 ბაქოს აღებისას მეთაურობდა არტილერიას. 1727 მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთს შორის მოლაპარაკებაში (კავკ. კასპიისპირეთის საკითხებზე). 1728 შეადგინა კავკ. კასპიისპირეთის რუკა და ამ მხარის დაწვრილებითი აღწერილობა: „ცნობა კასპიის ზღვის დასავლეთით მყოფი ხალხებისა და იქაური მიწების შესახებ“ (1728 გამოიცა გერმანულად, 1760–რუსულად).

ნაშრომში მოცემულია ისტ.-ეთნოგრ. და სოც.-ეკონ. ხასიათის დაწვრილებითი ცნობები კასპიისპირეთისა და კავკასიის, კერძოდ, კახეთის შესახებ, ავტორი მოგვითხრობს აგრეთვე აბაზგებზე, იბერიაზე და ალბანეთზე.

ლიტ.: Полиевктов М. А., Европейские путешествинники XIII–XVIII вв. по Кавказу. Тфл., 1935.