გერი

გერი წმ. გიორგის ეკლესია

გერი, სოფელი გორის მუნიციპალიტეტში (გერისთემში), გუდისის ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. ღვრიის (პატარა ლიახვის მარჯვ. შენაკადი) ზემოთში. ზ. დ. 1480 მ, გორიდან 50 კმ, ცხინვალიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 22 კმ.

გ. პირველად მოხსენიებული აქვს ვახუშტი ბატონიშვილს (XVIII ს.) „სავახტანგოს“ თემის სოფელთა სიაში. გ. ხუთ უბნად იყო დაყოფილი. სოფლის ზემოთ, მაღალ კლდეზე, დგას გ-ის წმ. გიორგის სახ. დარბაზული ეკლესია, რ-საც დას. მხარეს მიშენებული აქვს სამრეკლო, ირგვლივ კი გალავანი აქვს შემორტყმული. ეკლესია ნაგებია ქვაფიქლით, ხოლო გალავნის კარიბჭე – თლილი ქვით. კარიბჭის თავზე გამოკვეთილია ლომის თავი. ეკლესიის მახლობლად კოშკიც მდგარა, რ-იც დაუნგრევიათ. 1879 ეკლესიისათვის ეგვტერი მიუშენებიათ. გ-ის წმ. გიორგი ქართლში ძლიერი სალოცავია. იგი სულთ ავადმყოფთა მკურნალად ითვლებოდა. 1865 გ. თავისი 52 კომლით ჭვრივის სასოფლო თემის შემადგენლობაში შედიოდა.

ჯ. გვასალია