„გერგეტულა“, უძველესი ქართული ხალხური რიტუალური ხასიათის ცეკვა და მისი თანმხლები სიმღერა. ორსართულიანი ფერხული, მიძღვნილი ნაყოფიერების ღვთაებისადმი. სრულდებოდა გერგეტის სამების ხატობაზე. სიმღერა სამხმიანია, მუსიკალურად ახლოსაა სვანურ ხალხ. სიმღერასთან. ბურდონული და კომპლ. მრავალხმიანობის ნიმუშია. მეტრ-რიტმულად ახასიათებს სამწილადობა (როგორც ფერხულების დიდ ნაწილს).
ა. თათარაძე
ო. ჩიჯავაძე