გერზმავა ხიბლა ლევარსის ასული

ხ. გერზმავა

გერზმავა ხიბლა ლევარსის ასული (დ. 6. I. 1970, ბიჭვინთა, გაგრის რ-ნი), აფხაზი მომღერალი (სოპრანო).

1989 დაამთავრა სოხუმის დ. არაყიშვილის სახ. სამუსიკო სასწავლებელი, 1994 – პ. ჩაიკოვსკის სახ. მოსკ. კონსერვატორია (პროფ. ი. მასლენიკოვას კლასი). სტუდენტობისას მონაწილეობდა ვოკალისტთა საერთაშ. კონკურსზე „ვერდის ხმები“ (ქ. ბუსეტო, იტალია) და მიიღო III პრიზი, ხოლო 1994 – ნ. რიმსკი-კორსაკოვის სახ. საერთაშ. კონკურსზე (სანქტ-პეტერბურგი) – II პრიზი. 1994 პ. ჩაიკოვსკის სახ. X საერთაშ. მუსიკალურ კონკურსზე გ-მ დაიმსახურა გრან-პრი. მასვე მიენიჭა ე. ობრაზცოვას სახ. სპეციალური პრიზი.