გერი ელენე ივანეს ასული

გერი ელენე ივანეს ასული (6. IX. 1910, ფოთი), პედიატრი, ჩვილ ბავშვთა კვების მეცნ. შესწავლის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. მედ. მეცნ. დოქტორი (1972).

1933 დაამთავრა თბილ. სამედ. ინ-ტი. 1949–59 ხელმძღვანელობდა ჯერ ინფექციურ, შემდეგ კი ჩვილ ბავშვთა ფიზიოლ. და აღზრდის განყ-ბას დედათა და ბავშვთა სამეცნ.-კვლ. ინ-ტში. 1959–85 იყო პედიატრიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის ჩვილ ბავშვთა კვებისა და ჰიგიენის განყ-ბის ხელმძღვანელი, 1985-იდან მეცნიერ-კონსულტანტია.

გ. იყო ჯერ თბილ. ოლქის, ხოლო 1953–60 – თბილ. მთავარი პედიატრი. 1974–80 საქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი სპეციალისტი ბავშვთა კვებაში. აქვს სსრკ გამოგონებათა და აღმოჩენათა სახელმწ. კომიტეტის 2 საავტორო მოწმობა (ბავშვთა კვებაში). ჩვილ ბავშვთა კვებაში გამოიყენა ეროვნ. პროდუქტები (მაწონი, ნადუღი, სიმინდის ფაფა) და შექმნა ამ პროდუქტებისაგან ახ. საბავშვო ნარევები, რ-ებსაც იყენებენ როგორც კვების, ისე რაქიტისა და დიათეზის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის. შექმნა კვების ასაკობრივი სქემები და სხვ.

თხზ.: ერთ წლამდე ასაკის ბავშვის კვება, თბ., 1979.