ალექსანდრია ნანა გიორგის ასული (დ. 13. X. 1949, ფოთი), მოჭადრაკე და სპორტული ჟურნალისტი. სპორტის ოსტატი (1966), საერთაშ. ოსტატი (1967), საერთაშ. დიდოსტატი (1976), სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1971), სსრკ დიდოსტატი (1983).
თბილ. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის აღზრდილი (მწვრთნელები: 1966-მდე - ვ. ქარსელაძე, 1966–77 - ბ. გურგენიძე, 1978-იდან - დ. ჯანოევი). დაამთავრა თსუ-ის დას. ევროპის ენებისა და ლიტ-რის ფაკ-ტი (1972). საქართვ. (1964, 1965, 1968) და სსრკ (1966, 1968, 1969) ჩემპიონი. ევრ. ქვეყნების ჩემპიონთა თასის მფლობელი (1970), ქალთა IV, VI, VIII, IX, X, საჭადრაკო ოლიმპიადაში გამარჯვებული სსრკ გუნდის წევრი. 1967-იდან შვიდჯერ ზედიზედ მონაწილეობდა ქალთა მსოფლიო პირველობის პრეტენდენტთა ტურნირებსა და მატჩებში. I ადგილი დაიკავა ოხრიდის (1971), პალმა-დე-მალიორკის (1973 – 74) და ჰავანის (1985) საზონათშორისო ტურნირებში, II ადგილი - პრეტენდენტთა ტურნირში (1986, მალმე, შვეცია). მოიგო პრეტენდენტთა ფინალური მატჩები ი. ლევიტინასთან (1975; 9 : 8) და ნ. იოსელიანთან (1981; 6,5 : 2,5). მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისათვის მატჩებში შეხვდა ნ. გაფრინდაშვილს (1975; 3,5 : 8,5) და მ. ჩიბურდანიძეს (1981; 8 : 8). აქტიური, პოზიციური სტილის მოჭადრაკე.
1986 აირჩიეს ფიდეს ქალთა კომისიის თავ-რედ. 1979-იდან ოლიმპიური რეზერვის (1991-იდან ვ. ქარსელაძის სახ. ჭადრაკის) სკოლის დირექტორია. ა. იყო საქართვ. მოჭადრაკე ქალთა ნაკრები გუნდის კაპიტანი, რ-იც ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადაზე მანილასა (ფილიპინები, 1992) და მოსკოვში (1994) ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, 2005 - ევროპის თასის მფლობელი.
დაჯილდოებულია ღირსებისა (1994, 2001) და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენებით.
თ. გიორგაძე