გერმანე ხუცესმონაზონი

გერმანე ხუცესმონაზონი, ქართული კულტურის მოღვაწე XVIII ს. დასაწყისში. განთქმული მოქადაგე-ორატორი, პედაგოგ-აღმზრდელი, ქართული საეკლესიო საგალობლების კარგი შემსრულებელი. წერდა საეკლესიო ჰიმნებს, ქართლის სამეფო კარზე იყო მეფეთა პირადი მოძღვარი.

ლიტ.: ბაგრატიონი ა., წყობილსიტყვაობა, თბ., 1972; იოანე ბატონიშვილი, კალმასობა, ტ. 2, თბ., 1948.

ბ. ლომინაძე