გაფრინდაშვილი მიხეილ მალაქიას ძე

მ. გაფრინდაშვილი

გაფრინდაშვილი მიხეილ მალაქიას ძე (27. I. 1927, სოფ. ჭაბუკიანი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, – 25. I. 1999, თბილისი), ისტორიკოსი და ლიტერატორი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1978), პროფესორი (1980), საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1982).

დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1946), ასპირანტურა–ისტ. სპეციალობით (1949).

1948–55 პედ. მუშაობდა თსუ-ში, 1955–61 იყო პარტიულ სამუშაოზე, 1961–64–საქართვ. მეცნ. აკად. რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ-რის ისტორიის ინ-ტის დირექტორის მოდაგილე, 1964-იდან – ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ., არქეოლ. და ეთნოგრ. ინ-ტის უფროსი მეცნ. თანამშრომელი (1983-იდან – 1999 დირექტორის მოადგილე). 1972–76 მუშაობდა საქართვ. ტელერადიოკომიტეტში მთ. რედაქტორად, 1976–83 – საქართვ. სას.-სამ. ინ-ტში კათედრის გამგედ.

იკვლევდა საქართვ. ახ. და უახლესი ისტ., ქართული კულტ. ისტ., საზ. აზროვნების ისტ. და თეორიის პრობლემებს. არის 120-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომელთაგან ათზე მეტი ვრცელი მონოგრაფიული გამოკვლევაა. მათ შორის უნდა აღინიშნოს „ქართული საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიის ნარკვევები“ (ოთხ ტომად), „ქართული განმანათლებლობა“ (ორ წიგნად, ქართულ და რუსულ ენებზე), „საქართველოს ახალი და უახლესი ისტორია“ (ორ ტომად), „ქართული საზოგადოებრივი აზროვნების ისტორია უძველესი დროიდან XX საუკუნის დამდეგამდე“ და სხვა.

გარდაიცვალა 1999 25 იანვარს, დაკრძალულია საქართველოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

თხზ.: გიორგი წერეთლის მსოფლმხედველობა, თბ., 1955; ქართული განმანათლებლობა, თბ., 1966 (რუს. ენაზე–1977); ქართული საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიის ნარკვევები, ტ. 1–3, თბ., 1959– 88; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 5–6, თბ., 1970–72 (თანაავტ.; რუს. ენაზე–ტ. 5, 1990); ეროვნული და კლასობრივი ილია ჭავჭავაძის განმანათლებლურ რევოლუციურ-დემოკრატიულ და უტოპიურ-სოციალისტურ მსოფლმხედველობაში, თბ., 1987; ქართული განმანათლებლობის ისტორიოგრაფიისათვის, თბ., 1989.

პ. სურგულაძე