კვერენჩხილაძე ვალერიან კონსტანტინეს ძე

კვერენჩხილაძე ვალერიან კონსტანტინეს ძე [10(23). I. 1902, სოფ. ხორეთი, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, – 8. I. 1985, თბილისი], ქირურგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1951), პროფესორი (1955), სა­ქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1966).

1928 დაამთავრა თსუ-ის სამკურნ. ფაკ-ტი. 1941– 45 იყო საველე ჰოსპიტლის მთ. ქირურგი, 1952–60 – სა­ქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს მთ. ქირურგი, 1968–74 – თსსი-ის ჰოსპიტალური ქირურგიის კა­თე­დრის გამგე, 1974–85 – ამავე კა­თე­დრის კონსულტანტი.

კ. შეისწავლიდა გულმკერდისა და მუცლის ღრუს ორგანოების დაავადებებსა და მკურნალობას. მიღებული აქვს სა­ხელმწ. ჯილდოები.

თხზ.: ნაწლავთა გაუვალობის კლინიკა და მკურნალობა, თბ., 1956; მუცლის ღრუს თიაქრები, თბ., 1964; Хронические неспецифические нагноения легких, Тб., 1954.