კვერენჩხილაძე რევაზ კასიანეს ძე (დ. 5. VIII. 1928, სოფ. ხორეთი, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი), ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, პუბლიცისტი.
დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1952). 1952–2013 მუშაობდა საქართვ. მწერალთა კავშირში, 1960–2005 იყო მწერალთა კავშირის ბ-კის გამგე. 2013-იდან საქართვ. მწერალთა ეროვნ. აკადემიის წევრია. იკვლევს XX ს. სამწერლო გაერთიანება-ორგანიზაციების ისტორიას, მწერალთა ცხოვრებისა და რეპრესიების ამსახველ საკითხებს. აქვეყნებდა სტატიებსა და ნარკვევებს ჟურნალ-გაზეთებში, 2001–07 კითხულობდა მოხსენებებს საავტორო „ლიტერატურულ ორშაბათობებზე".
მწერალთა კავშირის ისტორიას ეხება კ-ის წიგნები: „საქართველოს მწერალთა კავშირი. 1917–1982" (1983), „XX საუკუნის საქართველოს ლიტერატურული ცხოვრება" (2008), „ქვიშხეთის ხიბლი" (2009), „XX საუკუნის საქართველოს ლიტერატურული ცხოვრების მესვეურები" (2012). 2010 კ-ს მიენიჭა „ქართული კულტურის ამაგდარის" წოდება, 2012 – ნ. ნიკოლაძის სახ. პრემია; მიღებული აქვს დავით აღმაშენებლის პრემია (2013) „ქართული მწერლობის მატიანის" შედგენისათვის.
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2003).
თხზ.: წამების გზა. ორტომეული, თბ., 1999, 2005, 2014; რეპრესირებული ოჯახის ისტორია, თბ., 2006; საბუთები ღაღადებენ, თბ., 2007, 2011; რეპრესირებული პოეზია, თბ., 2013.