კვერენჩხილაძე რევაზ გენადის ძე

კვერენჩხილაძე რევაზ გენადის ძე (დ. 20. I. 1948, სოფ. ხორეთი, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი), ჰიგიენისტი. მედ. მეცნ. დოქტორი (1993), პროფესორი (1997), სა­ქართვ. პროფილაქტიკური მედ. მეცნ. აკად. (1994), ეკოლოგიისა და ცხოველმყოფელობის უსაფრთხოების მეცნიერებათა საერთაშ. აკადემიების ­ნამდვ. წევრი (2002).

1971 დაამთავრა თსსი და მუშაობა დაიწყო ნ. მახვილაძის სახ. შრომის, ჰიგიენისა და პროფდაავადებათა სამეცნ.- კვლ. ინ-ტში. 1998–2000 იყო დირექტორის მო­ად­გი­ლე სამეცნ. დარგში, 2002–04 – ნ. მახვილაძის სახ. შრომის, მედიცინისა და ეკოლოგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის აღმასრ. დირექტორი.

1973-იდან კ. პარალელურად ეწე­ვა პედ. მოღვაწეობას. მუ­შაობს თსსი-ის (ახლანდ. უნ-ტი) შრომის, ჰიგიენის და პროფ. დაავადებათა კათედრაზე (უფრ. მასწავლებელი, დოცენტი), 1995–2002 იყო კა­თედრის პროფესორი, 2002–06 – კათე­დრის გამგე, 2006–09 – გარემოსა და პროფესიული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი. 2009-იდან დღემდე – გარემოს ჯანმრთელობისა და პროფ. მედიცინის დეპარტამენტის ხელმ­ძღვანელია.

კ. არის მრავალი სამეცნ. შრომის ავტორი, რ-ებიც ეხება გარემოსა და შრომის მედიცინის აქტუალურ საკითხებს.

თხზ.: შრომის ჰიგიენა, თბ., 2005; ბუნებრივი გარემოს ჰიგიენა, თბ., 2012; ხელოვნური გარემოს ჰიგიენა, თბ., 2014; Труд и здоровье рабочих керамического производства, Тб., 2006; Итоги и перспективы исследований по медицине труда среди рабочих горячих профессий (на примере металлургической промышленности Грузии), Тб., 2009.