დვალიშვილი პავლე ნესტორის ძე

დვალიშვილი პავლე (იოველ) ნესტორის ძე (1895, სოფ. დვალიშვილები, ახლანდ. ვანის მუნიციპალიტეტი, – 1937, თბილისი), საზოგადო და პოლიტ. მოღვაწე, 1921–24 ეროვნ.-განმათ. მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი დას. საქართველოში.

1917-იდან საქართვ. ს.-დ. პარტიის წევრი. საზ.-პოლიტ. საქმიანობაში ჩაერთო გიმნაზიის დასრულების შემდეგ. 1918–21 მსახურობდა საქართვ. დემოკრ. რესპ. სახალხო გვარდიაში. 1922–24 იყო საქართვ. დამოუკიდებლობის კომიტეტის ვანის რაიონული ორგანიზაციის წევრი.

აქტიურად მონაწილეობდა საქართვ. 1924 აგვ. საერთოეროვნ. აჯანყებაში, რ-ის ჩახშობის შემდეგ, 1924 სექტ. დააპატიმრა „ჩეკამ". განთავისუფლების შემდეგ, 1925–34 ეწეოდა აქტ. იატაკქვეშა პოლიტ. საქმიანობას.

1937 კვლავ დააპატიმრეს, მოათავსეს მეტეხის ციხეში. შინსახკომის ე. წ. „დიდი სამეულის" გადაწყვეტილებით დახვრიტეს.

ლიტ.: დ ვ ა ლ ი შ ვ ი ლ ი ო., ქართული ეროვნული სულის უკვდავება, ქუთ., 2005.

ლ. ურუშაძე