დავიდოვი (დ ა ვ ი თ ა შ ვ ი ლ ი) სერგეი ივანეს ძე (1793–1878, პეტერბურგი), რუსეთის სახელმწიფო მოღვაწე, ოფიცერი, კახეთის მეფის ალექსანდრე I-ის შთამომავალი (გვარი მომდინარეობს მეფე ალექსანდრე I-ის შვილიშვილის, დავითის სახელიდან).
1812 რუს. სამამულო ომისა და 1813–14 ევრ. ლაშქრობათა მონაწილე. ომის შემდეგ ეკავა მაღალი ადმ. თანამდებობანი. იყო ბელოსტოკის ოლქის მმართველი, რუს. რამდენიმე გუბერნიის ვიცე-გუბერნატორი და სამოქალაქო გუბერნატორი.
მოღვაწეობდა განათლების დარგშიც: 1838-იდან იყო კიევის სასწ. ოლქის მზრუნველი, 1844-იდან – სანქტ-პეტერბ. მეცნ. აკად. საპატიო წევრი;
1845-იდან – სენატორი;
1852-იდან – სანქტ-პეტერბურგის მეცნ. აკად. ვიცე-პრეზიდენტი.