კერესელიძე ვლადიმერ სიმონის ძე (9. II. 1890 – 11. XII. 1967), კინოოპერატორი. საქართვ. კულტურის დამს. მუშაკი (1968). კინომექანიკოსი (1908), მუშაობდა ს. ივანიცკაიას ლაბორატორიასა და გამქირავებელ კანტორაში (1910– 12), ა. დრანკოვის კინოფაბრიკაში (მოსკოვი, 1912–16), საქართვ. „სახკინმრეწვის" ლაბორატორიაში (1924–25), შემდგომ წლებში ქრონიკალურ-დოკუმენტური და მხატვრული ფილმების ოპერატორად. გადაიღო რამდენიმე ეპიზოდი ფილმისა „კავკასიის დამორჩილება" (სავაჭრო სახლი „ა. დრანკოვი, ა. ტალდიკინი და კომპანია", რუსეთი, რეჟ. ლ. ჩერნი, 1913). დამდგმელი: ოპერატორია ფილმებისა: „გოგი რატიანი" (ს. ზაბოზლაევთან ერთად, რეჟ. კ. მარჯანიშვილი, 1927), „ელისო" (რეჟ. ნ. შენგელაია, 1928), "უგუბზიარა" (ა. დიღმელოვთან ერთად, რეჟ. დ. რონდელი, 1930), „განწირულნი" (რეჟ. ლ. პუში, 1930), „ჰასანი" (ბ. ბაშთან ერთად, რეჟ. კ. მიქაბერიძე, 1932), „მდინარის გაღმა" (რეჟ. ზ. ბერიშვილი, 1935). გადაიღო დოკუმენტური ფილმები: "აფხაზეთი" (რეჟ. დ. რონდელი, 1930), „ზოოპარკი" (რეჟ. ვ. ჭანკვეტაძე, 1939), „აჭარის სანაპიროზე" (რეჟ. შ. მარტაშვილი, 1940) და სხვ.
მ. კერესელიძე