კერესელიძე კონსტანტინე გიორგის ძე (დ. 5. I. 1932, მოსკოვი), კინორეჟისორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1983).
დაამთავრა შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტის სარეჟისორო ფაკ-ტი (1963). 1954-იდან მუშაობდა „ქართულ ფილმში" ოპერატორის ასისტენტად. სატელევიზიო ფილმების სტუდიაში გადაიღო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „მხოლოდ 17 კილომეტრი" (1964). 1965–92 მუშაობდა საქართვ. ქრონიკალურ-დოკუმენტური და სამეცნ.-პოპულ. ფილმების სტუდიაში, სადაც გადაიღო სამეცნ.-პოპულარული ფილმები: „მარო თარხნიშვილი" (1967), „ჯადოსნური სასმელი" (1969),„უთოფო მონადირე" (1968), „ადამიანი ლეგენდა" (1969), „ბალადა" (1974), „პარამეტრი პ" (1975), „ტვინი და მშობიარობა" (1975), „ხელოვნური ინტელექტი" (1976), „ალავერდი", „ნიკორწმინდა" (1977), „ფანჯარა სამყაროში" (1978), „ალქიმიკოსები" (1980), „უჩა ჯაფარიძე" (1981), „ოქროს თევზი"(1982), „აღმოჩენა 250" (1983), „ნიშნული ატომი" (1986), „ბიჭვინთის ფიჭვი" (1987), „დინასტია" (1989), „უჩინარი სახელი" (1989), „დავით ბადრიძე“ (1989), „ივანე კერესელიძე" (1990), „ვიქტორ დოლიძე" (1991), „სიყვარულის ახსნა" (1991) და სხვ. 1993-იდან ცხოვრობს აშშ-ში.
მ. კერესელიძე