კერესელიძე ნოდარ ბაგრატის ძე (10. I. 1927, თბილისი, – 13.VIII. 2002, იქვე), ჰიდროენერგეტიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1969), პროფესორი (1972). საქართვ. ეროვნული და საერთაშორისო ენერგეტ. აკადემიების ნამდვ. წევრი (1998). 1949 დაამთავრა სპი. მუშაობა დაიწყო თბილ. ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნ.-კვლ. ინ-ტში, 1976-იდან ამავე ინ-ტის დირექტორია. კ. იყო მაღალი კაშხლების საერთაშ. კომიტეტის და ჰიდრავლიკურ კვლევათა საერთაშ. ასოციაციის წევრი. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართვ. ენერგეტიკის განვითარების საქმეში. ეწეოდა პედ. საქმიანობას სტუ-ში.
კ-ის სამეცნ. შრომები ეხება ენერგეტ. მშენებლობის ჰიდრომექან. და ჰიდრავლიკის საკითხებს. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ.შ. ღირსების ორდენი (1997).
თხზ.: მოუპირკეთებელი დეფორმირებადი არხების ჰიდრავლიკა, თბ., 1977.