კერესელიძე შალვა იასონის ძე

კერესელიძე შალვა იასონის ძე [12(25). XII. 1913, სოფ. უწერა, ახლანდ. ონის მუნიციპალიტეტი, – 3. I. 1997, თბილისი], ინჟინერმექანიზატორი, კონსტრუქტორი. სა­ქართვ. სოფ. მეურნ. მეცნ. აკად. ნამდვილი წევრი (1992). ტექ. მეცნ. დოქტორი (1960), პროფესორი (1962), სა­ქარ­თვე­ლოს დამს. გამომგონებელი (1961), სა­ქართვ. მეცნ. და ტექ. დამს. მოღვაწე (1962). 1943–49 მუშაობდა სა­ქართვ. სას.-სამ. ინ-ტში, 1949–54 – ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების მანქანების სპეც. საკონსტრუქტორო ბიუროს უფროსად, 1955–62 – სა­ქართვ. სუბტროპ. მეურნ. ინ-ტის პრორექტორად; 1962–71 იყო სა­ქართვ. სოფ. მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის ინ-ტში დირექტორის მო­ად­გი­ლე და პრობლემური ლაბორატორიის უფროსი, 1971–75 – სამთო მიწათმოქმედებისა და სუბტროპ. კულტურების მანქანების სამეცნ. და საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიური ინ-ტის დირექტორი და გენ. კონსტრუქტორი. 1975-იდან სა­ქართვ. სოფ. მეურნ. მექანიზაციის და ელექტრიფიკაციის ინ-ტში ხელმ­ძღვა­ნე­ლობ­და ჩაისა და სუბტროპ. კულტურების მანქანების სამეცნ.-კვლ. და საკონსტრუქტორო ტექ­ნოლ. ლაბორატორიას.

კ-ის ძირითადი შრომები ეხება ჩაისა და სუბტროპ. კულტურების მექანიზაციას. ჩაის საკრეფი მანქანის "სა­ქარ­თვე­ლოს" შე­ქმნისა და წარმოებაში დანერგვისთვის სპეციალისტების ჯგუფთან ერთად მიენიჭა ლენინური პრემია (1967), ხოლო ნაშრომისთვის "სამთო მიწათმოქმედებისა და სუბტროპიკული კულტურების მექანიზაცია" – კ. ამირაჯიბის სახ. პრემია (1992). დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით.

თხზ.: ჩაის მოვლა-მოყვანის სამუშაოთა კომპლექსური მექანიზაციის თანამედროვე მდგომარეობა და პერსპექტივები, თბ., 1964; Индустриальная технология возделывания, сбора, загрузки, выгрузки, транспортировки и переработки чайного листа, Тб., 1972; Механизация горного земледелия и субтропических культур, Тб., 1988.