ვარსამუსე, ვარსამუშა, ბიზანტიელი ისტორიკოსის თეოფანე ჟამთააღმწერლის ცნობით, სპარსელების ქვეშევრდომი, იბერიელთა მთავარი. 627 ნინევიის ნანგრევებთან ბრძოლისას (ახლანდ. ქ. მოსულის მახლობლად) ტყვედ ჩაიგდო ჰერაკლე კეისარმა. ვარაუდობენ, რომ ვ. ქვემო ქართლის პიტიახში არშუშა უნდა იყოს.
ლიტ.: გ ო ი ლ ა ძ ე ვ., არის თუ არა თეოფანე ჟამთააღმწერელთან მოხსენიებული ვარსამუსე ქართლის ერისმთავარი, «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1976, №1; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 1, თბ., 1979 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 1).
ვ. გოილაძე