კეცხოველი სევერიან ნიკოლოზის ძე

კეცხოველი სევერიან ნიკოლოზის ძე (14. XII. 1906, სოფ. ტყვიავი, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი, – 31. V. 1980, თბილისი), გრაფიკოსი. სა­ქარ­თვე­ლოს დამს. მხატვარი (1962). 1926–30 სწავლობდა თბილ. სა­ხელმწ. სამხატვრო აკადემიაში (პედაგოგები – გ. გაბა­შვი­ლი, ე. ლანსერე). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1931-იდან. მუშაობდა წიგნის გრაფიკასა და ლითოგრაფიაში, აგრეთვე პორტრეტის ჟანრში. კ-ის ნამუშევრებიდან აღსანიშნავია: „აკაკი წერეთლის პორტრეტი" (1933), „ვაჟა-ფშაველა მონადირე" (1933, გ. ლეონიძის სახ. სა­ქართვ. ლიტ. სა­ხელმწ. მუზეუმი), „ვაჟა-ფშაველას პორტრეტი" (1938), გრაფიკულად გააფორმა „ვეფხისტყაოსანი" (1947) და სხვ.