კეშელავა ვაჟა ვარლამის ძე (დ. 14. IX. 1930, ქ. გაგრა), ფილოსოფოსი. ფილოს. მეცნ. დოქტორი (1969), პროფესორი (1971). დაამთავრა მ. ლომონოსოვის სახ. მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის ფილოს. ფაკ-ტი (1953).
კ. ეწევა სამეცნ.-პედ. მოღვაწეობას. იყო საქართვ. მეცნ. აკადემიის ფილოს. ინ-ტის კათედრის გამგე (1975–98), საქართვ. მეცნ. აკად. პოლიტოლოგიის ინ-ტის დირექტორი (1999-იდან).
კ. იკვლევს სოციალური ფილოს. პრობლემებს; გაუცხოების ფენომენი გააზრებული აქვს როგორც ისტ. აუცილებლობის გაგების საწინდარი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. ნაშრომი, პუბლიცისტური სტატია, მონოგრაფია ქართ., რუს., სომხ., პოლონ., გერმ. და ესპ. ენებზე.
თხზ.: პოლიტიკური კულტურა და სოციალიზმი, თბ., 1980; Миф о двух Марксах, М., 1963 [ბუენოს-აირესი, 1964 (ესპ. ენაზე); ერევანი, 1966 (სომხ. ენაზე)]; Действительный и мнимый гуманизм, М., 1973 [ვარშავა, 1974 (პოლ. ენაზე)].