კვინიხიძე ნიკოლოზ ვლადიმერის ძე

კვინიხიძე ნიკოლოზ ვლადიმერის ძე (20.I. 1889, ვიტებსკი, – 7. II. 1968, პოზნანი, პოლონეთი), ნიადაგმცოდნე, საზოგადო მოღვაწე. მეცნიერებათა დოქტორი (1933), პროფესორი (1951), პოზნანის სოფლის მეურნეობის აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი (1951), პოლონეთის ნაციონა­ლური პრემიის ლაურეატი (1951). 1907–10 სწავლობდა კიევის უნ-ტის მათ.-სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო ფაკ-ტზე, საიდანაც გარიცხეს სტუ­დენ­ტურ დემონსტრაციაში მო­ნა­წილეობის გამო. 1918–20 იყო დენიკინის არმიის შტაბის კავალერიის ოფიცერი და იბრძოდა საბჭ. ხელისუფლების წინააღმდეგ. 1922 დაამთავრა პოზნანის უნ-ტი. 1951–59 კ. მუშაობდა მისივე მო­ნა­წი­ლე­ო­ბით დაარსებული პოზნანის სას.-სამ. უმაღლესი სკოლის (1972-იდან აკადემია) ნიადაგმცოდნეობის კა­თე­დრის გამგედ. პოლონეთის ნიადაგების რუკის შედგენა-გამოცემისათვის მიენიჭა პოლონეთის ნაციონალური პრემია. იყო რამდენიმე სამეცნ. ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრი, წლების განმავლობაში – პოლონეთის ქარ­თველ­თა საზ-ბის წევრი; აქტიურად მონაწი­ლეობდა ქარ­თული დიასპორის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში. მიღებული აქვს პოლონეთის სა­ხელმწ. ჯილდოები.

ლ. ურუშაძე