გულაბი

გულაბი

გულაბი, საქართველოში გავრცელებული ენდემური მსხლის ჯიში. აქვს საშ. სიდიდის ნაყოფი, მოყვითალო-ლიმონისფერი ნაზი კანი, თეთრი, ტკბილი, მდნარი, წვნიანი არომატული რბილობი. მწიფდება აგვ. დასაწყისში. არატრანსპორტაბელური მაღალხარისხოვანი სუფრის ჯიშია. საქართვ. მეხილეობის რ-ნებში ფართოდ არის გავრცელებული. გ-ის კლონური ჯგუფებია თბილისური, კახური, ქართლური, ახალციხური, ლეკური და სხვ. სოკოვან დაავადებათაგან აზიანებს ქეცი.

დ. შარაშენიძე