კვესელავა მიხეილ ალექსანდრეს ძე

მ. კვესელავა

კვესელავა მიხეილ ალექსანდრეს ძე (27. V. 1913, თბილისი, – 5. XII. 1981, იქვე), ლიტერატურათმცოდნე. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1964), პროფესორი (1964), სა­ქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1976). 1936 დაამთავრა თსუ-ის დას. ევროპის ენებისა და ლიტ-რის ფაკ-ტი. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში (1939–45). 1946- იდან კითხუ­ლობდა ლექციებს თსუ-ში. სხვა­და­სხვა დროს იყო კინოსტუდია „ქარ­თული ­ფილმის" დირექტორი, საზღვარგარეთის ქვე­ყნებთან კულტ. ურ­თი­ერ­თობის საზ-ბის პრეზიდიუმის თავ-რე, უცხო ენათა პედ. ინ-ტის დირექტორი. კ. ავტორია მონოგრაფიებისა: „ბულ­გა­რული ლიტერატურა“ (1953) და „ადამ მიცკევიჩი" (1965). მისი ორტომიანი „ფაუსტური პარადიგ­მები" (1961) დას. ევრ. ლიტ. აზროვნების ფართო პანორამის შემცველი გამოკვლევაა. როგორც თარჯიმანი, გერმანული ენის შესა­ნიშნავი მცო­დნე, მონაწილეობდა ქ. ნიურნბერგში მთავარ სამხ. დამნაშავეთა გასამართლების პროცესში (1945– 46), რაც აისახა მის ტრილოგიაში „ას ერგასის დღე" („თემი­დას თვალები", 1967; „ევროპის მოტაცება", 1970; „ნემეზიდას მახვილი", 1971), რ-იც II მსოფლიო ომის თემაზე დაწერილი კულტ.- ფილოს. და ისტ.-ლიტ. განზოგადებით მდიდარი ნაშრომია. მასვე ეკუთვნის მონოგრაფია „პოეტური ინტეგრალები“ (1977), რ-შიც გ. ტაბიძის პოეზიის ძირითადი ტენდენციები დას. ევროპის პოეტური აზროვნების მასშტაბშია განხილული. მიღებული აქვს სა­ხელმწ. ჯილდოები.

დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

თხზ.: ნიურნბერგის პროცესი, თბ., 2017.

ნ. ყიასაშვილი