კვარაცხელია ვახტანგ ვარლამის ძე

კვარაცხელია ვახტანგ ვარლამის ძე (დ. 15. VII. 1950, ჩხოროწყუ), მათემატიკოსი, კიბერნეტიკისა და გამოთვლითი მათემატიკის სპე­ციალისტი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (2002), სა­ქართვ. საინჟინრო აკად. აკადემიკოსი (2011), სტუ-ის ნ. მუსხელი­შვილის სახ. გამოთვლითი მათ. ინტის დირექტორი (2008-იდან). 1971 დაამთავრა თსუ-ის კიბერნ. და გამოყენებითი მათ. ფაკ-ტი, 1973–77 მუშაობდა იქვე შემთხვევით პროცესთა თეორიის კათედრაზე, ხოლო 2003–07 – ალბათობის თეორიისა და მათ. სტატისტიკის კათედრაზე. 1975-იდან მუშაობს სა­ქართვ. მეცნ. აკად. ნ. მუსხელი­შვი­ლის სახ. გამოთვლითი მათ. ინ-ტში (ამჟამად სტუ-ის ნ. მუსხელი­შვი­ლის სახ. გამოთვლითი მათ. ინ-ტი), იყო ამავე ინ-ტის მეცნიერი თანამშრომელი, სწავლული მდივანი, დირექტორის მო­ად­გი­ლე. 1978-იდან ეწევა პედ. საქმიანობას სტუ-ის უმაღლ. მათ. კათედრაზე. 2002–07 მუშაობდა სო­ხუ­მის სა­ხელმწ. უნ-ტის ალგებრა-გეომეტრიის და მათ. სტატისტიკის კათედრაზე, 2007–13 იყო თსუ-ის ზუსტ და საბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო მეცნ. ფაკ-ტის მათ. ლაბორატორიის გამგე. 2013- იდან სტუ-ის და სო­ხუ­მის სა­ხელმწ. უნ-ტის პროფესორია. კ. არის საქართვ. მათემატიკოსთა კავშირისა და საქართვ. სტატისტიკური საზ-ბის წევრი; არჩეულია აშშ-ის მათ. საზ-ბის წევრად. 2012-იდან არის ქარ­თული ენციკლოპედიის კონსულტანტი.

კ-ს სამეცნ. ინტერესთა სფეროა ალბათობის თეორია ვექტორულ სივრცეებში; შემთხვევით ვექტორთა კორელაციური თეორია და შემთხვევითი მწკრივები; მატრიცებისა და ოპერატორების თეორია. 2003 მიიღო სა­ქართვ. მეცნ. აკადემიის ნ. მუსხელი­შვი­ლის სახ. პრემია. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2013).

თხზ.: Some inequalities related to Hadamard matrices, «Functional Analysis and Applications», 36, 1, 2002; Unconditional Convergence of Functional Series in Problems of Probability Theory, «Journal of Mathematical Sciences», 200, 2, 2014 (თანაავტ. A. Figula); Some numerical characteristics of Sylvester and Hadamard matrices, «Publ. Math. Debrecen», 86/1–2, 2015.