კვარაცხელია ზვიად თენგიზის ძე

კვარაცხელია ზვიად თენგიზის ძე (დ. 22. IV. 1980, ზუგდიდი), მწე­რალი. 2005–08 სწავლობდა ზუგდიდის შ. მესხიას სახ. სახელმწ. უნ-ტის იურიდიულ ფაკ-ტზე. 2007–08 იყო საზ. ჟურნ. „პრემიერის" არტრედაქტორი; 2010–11 – ჟურნ. „ქარ­თული მწერლო­ბის" რედაქტორის მო­ად­გი­ლე; 2010- იდან – გამომცემლობების: "ინტელექტისა" და "არტანუჯის" პროექტების კოორდინატორი და მთ. რედაქტორი. 2013-იდან არის ინტერნეტგაზეთ-ის „Mastsavlebeli. ge" ბლოგერი.

კ. ავტორია ნოველების, მინიატიურებისა და მხატვრულ-დოკუმენტური თხზულებების, რ-ებსაც აქვეყნებს ლიტ. პერიოდიკაში („მნათობი", „ცისკარი", „ჩვენი მწერლობა", „ლიტერატურული პალიტრა" და სხვ.); ასევე ავტორია წიგნებისა: „მარჯვენა" (2005), „ქა­რაგმა" (2006), „ჰაე" (2008), „ილია სა­მე­გრე­ლო­ში" (2009), „ყიფლიბანდი" (2011), „ფორმა N100" (2013). ავტორი და ხელმძღვანელია სხვა­და­სხვა საგამომცემლო პროექტებისა.

2014 მიენიჭა ლიტ. პრემია „საბა" რომანისათვის „ფორმა N100".