კვარაცხელია ილარიონ თეოფანეს ძე

კვარაცხელია ილარიონ თეოფანეს ძე (21. X. 1907, სოფ. ნაკიფუ, ახლანდ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, – 17. VI. 1993, თბილისი), გეოფიზიკოსი. გეოგრ. მეცნ. დოქტორი (1965). აეროლოგიური კვლევის ფუძემდებელი სა­ქარ­თვე­ლო­ში. 1932 დაამთავრა თსუ-ის ფიზიკა-მათ. ფაკ-ტი. 1934-იდან მუშაობა დაიწყო თბილ. გე­ოფიზიკური ობსერვატორიის აეროლოგიური განყ-ბის გამგედ. მისი ხელმძღვანელობით და უშუალო მო­ნა­წი­ლე­ო­ბით დაიწყო ატმო­სფეროს მაღალი ფენების გამოკვლევა რადიოზონდირების მეთოდით. 1935 აგვისტოში მისივე ხელმძღვანელობით თბილისში პირველად გაუშვეს რადიოზონდი.

1941–45 კ. იმყოფებოდა მოქმედ არმიაში, სადაც სამხ. ქვეგანაყოფებს უზრუნველყოფდა მეტეოროლ. ინფორმაციითა და ამინდის პროგნოზით.

ჰიდრომეტეოროლოგიის სამეცნ. -კვლ. ინ-ტის დაარსების ­შემდეგ (1953) კ. 20 წლის განმავლობაში იყო დირექტორის მო­ად­გი­ლე სამეცნ. ნაწილში, ამავე ინ-ტში ხელმ­ძღვა­ნე­ლობ­და აეროლოგიურ განყ-ბას (1953–60) და აეროლოგიურ ლაბორატორიას (1973–79). იგი წლების განმავლობაში ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თსუ-ში. ავტორია მრავალი ნაშრომის და მონოგრაფიისა ატმოსფეროს ზედა ფენების ფიზ. დარგში. მისი ხელმძღვანელობითა და რედაქციით შედგენილია ამიერკავკ. (სამხრ. კავკასიის) აეროლოგიური ცნობარები.