კვანჭახაძე ვასილ ალექსის ძე (2.II. 1858, ცხინვალი, – 1919 შემდეგ, რუსეთი), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1913). დაამთავრა ვორონეჟის სამხ. გიმნაზია (1874), თბილ. იუნკერთა სამხ. სასწავლებელი (1878). 1901-მდე მსახურობდა კავკასიის სასწავლო ასეულში და კავკასიის მე-4 მსროლელ ბატალიონში. 1901–03 – ივანგოროდის ქვეით პოლკში. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის (1877–78), რუსეთ-იაპონიის (1904–05) და I მსოფლიო (1914–18) ომებში. 1904 წ. 6 დეკ. მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება. 1906–07 მეთაურობდა ბაქოს გუბერნიის სამხედრო რაიონს, 1907–13 – 206-ე ქვეით პოლკს. 1913–16 იყო 52-ე ქვეითი დივიზიის მე-2 ბრიგადის მეთაური. სამოქალაქო ომის დროს მსახურობდა „მოხალისეთა არმიაში". დაჯილდოებულია წმ. ვლადიმირის, წმ. ანას, წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით, ასევე სპარსეთის „ლომისა და მზის" ორდენით, წმ. გიორგის ოქროს იარაღით.
ლიტ.: Го г и т и д з е М., Военная элита Кавказа (Генералы и адмиралы из Грузии), кн. 1, Тб., 2007.
მ. გოგიტიძე