კვერნაძე შალვა იპოლიტეს ძე (5. VIII. 1930, სოფ. მაღლაკი, ახლანდ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, – 3. XII. 2006, ბათუმი), მხატვარი-კერამიკოსი. აჭარის არის დამს. მხატვარი. 1949–58 სწავლობდა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიაში გამოყენებითი ხელოვნების ფაკ-ტზე (პედაგოგი – რ. იაშვილი). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1958-იდან. ძირითადი ნამუშევრები: ჩაის, კონიაკის, წყლის სერვიზები, ლარნაკები, დეკორ. თეფშები, ჭაღების ესკიზები. გრაფიკა: „მედეა", „სადღეგრძელო", „1941–45 წლები", „ორი სამკუთხედი", „ომის საშინელება". მონაწილეობდა გამოფენებში (ბათუმი, თბილისი, მოსკოვი). მისი ნამუშევრები დაცულია აჭარის მხატვართა ფონდში. 1970-იდან წლების განმავლობაში პედ. მოღვაწეობას ეწეოდა ბათუმის ბავშვთა სამხატვრო სკოლაში.