კვაჭაძე იროდი სიოს ძე

კვაჭაძე იროდი სიოს ძე ( 21. XII. 1913, სოფ. მაჩხვარეთი, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, – 28. IX. 1986, თბილისი), ვეტექიმი. ბიოლ. მეცნ. დოქტორი (1953), პროფესორი (1954), სა­ქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1967). 1938 დაამთავრა სა­ქართვ. ზოოტექ.-სავეტერინარო ინ-ტი. 1946-იდან იყო ამავე ინ-ტის სას.-სამ. ცხოველთა ანატომიის კა­თედ­რის გამგე. იკვლევდა ძუძუმწოვარი ცხოველების პერიფერიული ნერვული სისტემის შედარებითი ანატომიის საკითხებს. მისი თანაავტორობით გამოცემულია უმაღლესი და საშ. სპეც. სასწავლებლების სახელმძღვანელოები (ში­ნა­ურ ცხოველთა ანატომია, თბ., 1972; სასოფლოსამეურნეო ცხოველთა ანატომია და ფიზიოლოგია, თბ., 1973). მიღებული აქვს სა­ხელმწ. ჯილდოები.

კ. კაპანაძე