კვაჭაძე ირინე დავითის ასული

კვაჭაძე ირინე დავითის ასული (დ. 5. II. 1962, თბილისი), ფიზიოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1997), პროფესორი (1999).

1984 დაამთავრა თსსი და მუშაობა დაიწყო ამავე ინ-ტის ფიზიოლოგიის კათედრაზე. 1997–2006 იყო კა­თე­დრის პროფესორი, 2006–14 – სრული პროფესორი; 2004-იდან დღემდე არის თსსუ-ის ფიზიოლოგიის დეპარტამენტის, 2009-იდან კი – ამავე უნ-ტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი.

კ. არის მრავალი სამეცნ. შრომის ავტორი, მ. შ. 1 მონოგრაფია და 2 სახელმძღვანელოა. მისი სამეცნ. კვლევის ძირითადი სფეროა ადამიანის ორგანიზმის ვეგეტატიური ფუნქციების რეგულაციის საკითხები სხვა­და­სხვა დატვირთვის პირობებში.

თხზ.: ვაჟების ვეგეტატური სარეგულაციო მექანიზმების თავისებურებები სუსტი ინტენსივობის გარემო ფაქტორთა ზემოქმედების დროს, თბ., 2005; ადამიანის ფიზიოლოგიის საფუძვლები, თბ., 2009, 2013; ადამიანის ფიზიოლოგია, თბ., 2014.