კვაჭაძე დავით ივანეს ძე (დ. 25. XII. 1951, თბილისი), სპორტსმენი, მოკრივე. ევროპის ჩემპიონი (1977), სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1981), საქართველოს დამს. მწვრთნელი. დაამთავრა ფიზკულტურის ინ-ტი (1977). სსრკ სამგზის ჩემპიონი (1976–77, 1980), მეორე (1978) და მესამე (1979) პრიზიორი. სსრკ უნივერსიადის გამარჯვებული (1976) და ხალხთა სპარტაკიადის მესამე პრიზიორი (1979). საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1977). გამოირჩეოდა თავდაცვის საუკეთესო უნარითა და მანევრირებით. სპორტული კარიერა დაასრულა 1980.
კ. იყო თსუ-ის ფიზ. კულტურის კათედრის გამგე (1990–95), ქ. სანქტ-პეტერბურგის სპორტის აკადემიის კრივის კათედრის თანამშრომელი (1995–2010), საქართვ. კრივის ეროვნ. ფედერაციის პრეზიდენტი (2012–16). ქ. ნიუ-ორლეანის (აშშ) საპატიო მოქალაქე (1977). მიღებული აქვს ღირსების ორდენი (2001), სპორტის რაინდის საპატიო წოდება (2017).