კვაჭანტირაძე თამაზ კასიანეს ძე

თ. კვაჭანტირაძე

კვაჭანტირაძე თამაზ კასიანეს ძე (7. VI. 1940, თბილისი, - 15. VIII. 2021, იქვე), ფილოლოგი. პროფესორი (1998). შოთა რუსთაველის სახ. სა­ხელმწ. პრემიის ლაურეატი (2011). 1963 დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი. 1963–2006 იქვე იყო ახ. ქართ. ენის კა­თე­დრის თანამშრომელი. 1978–89 რედაქტორობდა ჟურნ. „ბალავარს" („ქარ­თული ენა და ლიტერატურა სკოლაში"). 1989–90 იყო რუსთაველის საზ-ბის თანაპრეზიდენტი, 1991–92 – სა­ქართვ. სა­ხელმწ. საბჭოს წევრი, 1993–98 – სა­ქართვ. განათლების მინისტრი, 1998–2008 – სა­ქართვ. პარლამენტის სასწავლო ცენტრის უფროსი, 2008–12 – სა­ქართვ. პარლამენტის წევრი, მეცნ. და კულტურის კომიტეტის თავ-რის მო­ადგი­ლე.

2002–04 კ. უძღვებოდა საავტორო ტელეპროგრა­მას „მოგზაურობა სასიტყვეთში", 2010–11 – ტელეციკლს „თამაზ კვაჭანტირაძის სასიტყვეთი", ხოლო 2015–16 – ტელელექციათა ციკლს „რუსთაველის სამყაროში". ავტორია სამეცნ. და კრიტ.-პუბლიცისტური წერი­ლების, ასევე წიგნებისა: „მსგავ­სებითი შედარება ქარ­თულში" (1978), „სიტყვა", „სასიტყვეთი", „ჰა, ბურთი და მოედანი" (სამივე 2002), „განსჯანი" (2013). ნათარგმნი აქვს ი. ბაბელის „მარია" (1977) და „ნასისხლფასევი" (2013). 2004 წიგნისათვის „სა­სიტყვეთი" მიენიჭა სა­ქართვ. სა­ხელმწ. პრემია; შოთა რუსთაველის სახ. პრემია მიიღო ელექტრონული სახელმძღვანელოსათვის „მოგზაურობა სასიტყვეთში", ხოლო წიგნისათვის „განსჯანი" – ლიტ. პრემია „საბა" (2014).

კ-ს მიღებული აქვს ღირსების ორდენი (2000).