კვალიაშვილი მიხეილ გრიგოლის ძე

კვალიაშვილი მიხეილ გრიგოლის ძე [28. XII. 1898 (9. I. 1899) – 29. IV. 1974, თბილისი], საოპერო რეჟისორი. სა­ქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1943). 1919–24 სწავლობდა თბილ. კონსერვატორიაში (ვოკალის განხრით). 1921– 22 იყო თბილ. ოპერის მომღერა­ლი, 1922–24 – რუსთაველის თეატრის მსახიობი. 1925–26 მუშაობდა კონსერვატორიის საოპერო სტუდიაში. 1935–40 – მოსკოვის დიდი თეატრის, ხოლო 1926–36, 1941–51 თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრის რეჟისორია. დადგმები: ზ. ფალია­შვი­ლი „აბესალომ და ეთერი" (პრემიერა – 1942); ა. კერესელიძე „ბაში-აჩუკი" (1946); დ. თორაძე „მთების ძახილი" (1947); ზ. ფალია­შვი­ლი „ლატავრა" (რედაქტირებული ვარიანტი, 1949); ა. ბალანჩივაძე „ზია" (1949); ესპოზიტო „კამორრა"; დონიცეტი „დონ პასკუალე"; ჟ. ბიზე „კარმენი"; ჯ. ვერდი „აიდა" (ქართ. ენაზე), „ოტელო", „ტრავიატა"(მოსკ. 1937, თბილ. 1948), „ტრუბადური"; ჯ. როსინი „სევილიელი დალაქი"; ჟ. ოფენბახი „ჰოფმანის ზღაპრები"; ლ. დელიბი „ლაკმე"; ა. ბოროდინი „თავადი იგორი"; შ. გუნო „ფაუსტი"; ავეტისოვი „ლტოლვილი"(1943); ჯ. პუჩინი „ბოჰემა"; პ. ჩაიკოვსკი „პიკის ქალი", „იოლანტა", „მაზეპა"; ე. ნაპრავნიკი „დუბროვსკი"; ე. სუხონი „კრუტნიავა" (სსრკ-ში პირველი დადგმა). საოპერო რეპერტუარი: მგოსანი (დ. არაყი­შვილი „თქმულება შოთა რუსთაველზე"); ვალენტინი, ვაგნერი (შ. გუნო „ფაუსტი"); ბარონი (ჯ. ვერდი „ტრავიატა"). მასვე ეკუთვნის მემუარების ორი წიგნი „საოპერო რეჟისორის მოგონებები" (რუსულ ენაზე, I – 1969; II – 1975); რედაქტირება ზ. ფალია­შვი­ლის ოპერისა „ლატავრა" (1949, სხვებთან ერთად).

ლიტ.: ტ ა ტ ი ­შ ვ ი ­ლ ი  გ., მიხეილ კვალია­შვი­ლი, «სამშობლო», 1975, 14. II; ქარ­თული საოპერო სტუდია, «თეატრი და ცხოვრება», 1920, N6.