„კვალი“

„კვალი“, აშშ-ის ქარ­თველ­თა სათვისტომოს საერთაშორისო ასოციაცია, ­სასწავლო-ინფორმაციული ცენტრი. „კ." შეიქმნა 1998 როგორც კომპანია, 2001 ჩამოყალიბდა საქველმოქმედო ორგანიზაციად. მისი ოფისი თბილისში გაიხსნა 2003. „კ-ის" დამაარსებელი და პრეზიდენტი იყო შ. ვაშაკიძე. ამერიკაში წასულ ქარ­თველებს ცენტრში ასწავლიან ინგლ. ენას, ეხმარებიან იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში, ასევე იქაური განათლების სისტემის პრინციპების გარკვევაში. „კ." ეხმარება სა­ქარ­თვე­ლოდან შერჩეულ ახალგაზრდებს ამერიკაში წასვლასა და განათლების მიღებაში.

„კ-მა" თსუ-თან ერთად განახორციელა აშშ-ში სტუდენტებისა და მაძიებლების გაცვლითი პროგრამა, მოაწყო სა­ქართვ. კულტ. დღეები აშშ-ში (ნიუ-ბრანზუიკი, ნიუ-იორკი, ფილადელფია, ვაშინგტონი), ქართველ ლინგვისტებთან და პროგრამისტებთან ერთად შექმნა ინგლ.-ქართ. ინტერნეტ-ლექსიკონი, ჩაატარა განათლების, მეცნ. და მედ. საერთაშ. ფორუმი (2004, თსუ).

2002–10 ქართვ. ­ჟურნალისტების მონაწილეობით გამოდიოდა ინტერნეტ-გაზეთი „კვალი". 2005–15 სისტემატურად ტარდებოდა სპეციალურად მოწვეული ქართვ. და ამერ. მეცნიერების ლექციები ფიზიკაში, ქიმიაში, მათემატიკასა და მეცნ. სხვა დარგებში.

„კ-ის" ეგიდით ჩატარდა კონკურსი პროზასა და დრამატურგიაში, გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ პრემიებით, ასევე პრემიებით აღინიშნა რამდენიმე ნაწარმოები. გამოიცა კრებული. შეგროვდა და დამუშავდა ამერიკაში მცხოვრები ქართვ. ემიგრან­ტების არქივები, რ-ებიც 2015 გამოაგზავნეს თბილისში, მათი ნაწილი განთავსდა ეროვნ. ბ-კის „კვალის" სახელზე გახსნილ სპეც. ოთახში, ნაწილი – თსუ-ის ბ-კაში.

ბ. ვაშაკიძე