კეჭაყმაძე ნაზი ქრისტეფორეს ასული

კეჭაყმაძე ნაზი ქრისტეფორეს ასული (21. I. 1913, სოფ. კვირიკეთი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – 25. V. 1996, ბათუმი), მსახიობი. სა­ქართვ. სახ. არტისტი (1987). ოზურგეთის თე­ატრის მსახიობი (1930–34). ჩოხატაურში სა­ხელმწ. ­თეატრის დაარსების შემდეგ იყო ამ თეატრის მსახიობი, შემდეგ – დირექტორი (1943–45), 1949-იდან გარდაცვალებამდე – ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახ. თეატრის მსახიობი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ქეთევანი (დ. ერის­თა­ვის ­„სამშობლო"), ხანუმა, გულჯავარი (ა. ცა­გარლის „ხანუმა", „გლეხის ქა­ლი გულჯავარი"), ტურფა (ა. წე­რეთლის „პატარა კახი"), გულთამზე (პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი"), ფატი (ნ. ნაკაშიძის „ვინ არის დამნაშავე?"), მარინე (ვ. გუნიას „და-ძმა"), ქრისტინე (პ. ირეთელის „ქრისტინე"), ძიძია (ა. ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა"), მამიდა (ტ. რამი­შვი­ლის „სტუმარმასპინძლობა"), მელანო (დ. კლდია­შვი­ლის „სამანი­შვი­ლის დედინაცვალი"), საშა (ლ. ტოლსტოის „ცოცხალი ლეში"), ტატიანა (ბ. ლავრენიოვის „რღვევა"), მართა (გ. ნახუცრი­შვი­ლის „ნაცარქექია"), კაკანო, ბებია (ნ. დუმბაძის „მე ვხედავ მზეს",„"მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"), მანანა ორბელიანი (მ. მრევლი­შვი­ლის „ნიკოლოზ ბარათა­შვი­ლი"), ეფროსინე (კ. ბუაჩიძის „მკაცრი ქალიშვილები"), გულსუნდა (ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი"), დედა (თ. ჭილაძის „როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის"), ფერმის გამგე (ა. აბდულინის „მეცამეტე თავმჯდომარე") და სხვ. გადაღებულია ფილმებში: „ნეილონის ნაძვის ხე" (1985), „ჩემი ბოშები" (1987) და სხვ.