კერვალიშვილი პაატა ჯამლეთის ძე

კერვალიშვილი პაატა ჯამლეთის ძე (დ. 17. IX. 1949, თბილისი), ინჟინერ-ფიზიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1985), პროფესორი (1989). სა­ქართვ. სა­ინჟინრო აკად. პრეზიდიუმის წევრი (1995). დაამთავრა სპი-ის საინჟინრო-ფიზ. ფაკ-ტი (1971), მოსკოვის უცხო ენათა ინ-ტის ინგლ. ენის ფაკ-ტი (1976). მუშაობდა სსრკ ატომური ენერ­გიის სა­ხელმწ. კომიტეტის სხვა­და­სხვა სამეცნ.-ტექ­ნოლ. ცენტრში – სო­ხუ­მის ფიზიკა-ტექ. ინტში (1970–71); სტაბილური იზოტოპების ინ-ტში (1971–75, 1981– 93); „გირედმეტში“ (1975–80); ი. კურჩატოვის ატომური ენერგიის ინ-ტში (1982–91); ხელმ­ძღვა­ნელობ­და სამეცნ. და სამრეწვ.-ტექნოლ. თემებს, პროექტებსა და პროგრა­მებს სა­ქარ­თვე­ლოს პარლამენტსა და მთავრობაში (1993– 2000).

1991-იდან კ. მუშაობს სტუ-სა და თსუ-ში. ხელმძღვანელობს საერთ. სამეცნ.-ტექნოლოგიურ პროექტებს. მიწვეული იყო პროფესორად აშშ-ის და ევროპის უნ-ტებში (1991–2015).

კ. 400-მდე სამეცნ. ნაშრომის და გამოგონების ავტორია, რიგი მისი გამოგონებებისა დანერგი­ლია წარმოება­ში. მისი სამეცნ. ინ­ტერე­სე­ბის სფეროა მყარი სხეულისა და ნა­ხევარგამტარების ფიზიკა; ინ­ფორ­მატიკა და კომპიუტერული ტექნოლოგიები; ნანოსისტემების ფი­ზიკა.

კ. არის სა­ქართვ. სა­ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლო მეცნ. აკად. პრეზიდენ­ტი, ევროპისა და ხმელთაშუა­ ­ზღვის ხელოვნებისა და მეცნ. აკად. პრეზიდენტი (2010). სა­ქართვ. ეკოლ. მეცნ. აკად. (1997) და ევროპის საბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო მეცნ. აკად. წევრი (2003). სხვა­და­სხვა დროს იყო რამდენიმე საერთაშ. კომისი­ის წევრი, მუშაობდა ნატოს სა­მეცნ.- ტექნოლოგიურ საბჭოში (1995– 2000).

კ-ს მიღებული აქვს სსრკ ახალგაზრდა მეცნიერთა პრემია ფიზიკაში (1978); ევროპის აკადემიის ოქროს არწივის ორდენი (2004); ათენის უნ-ტის უმაღლესი ჯილდო (2008), ვ. ვერნადსკის ვარსკვლავი (2008) და სხვ.

თხზ.: О поведении примеси лития в карбиде бора, «Атомная энергия», 1981, т. 751, вып. 2; Semiconducting Nanostructures – Materials for Spintronics, «Nanotechnology Perceptions», 2005, vol. 1, №3; Nuclear Radiation Nanosensors and Nanosensory Systems, Springer, 2016 (თანაავტ. Panayotis H. Yannakopoulos).