კახნიაშვილი ვასილ ილიას ძე

ვ. კახნიაშვილი

ახნიაშვილი ვასილ ილიას ძე (9. V. 1910, ქ. გორი, – 25. III. 1990, იქვე), მსახიობი. სა­ქართვ. სახალხო არტისტი (1988). 1931 დაამთავრა თბილ. ­სამრეწველო-ეკონ. ტექნიკუმი. 1935-38 სწავლობდა კ. მარჯანი­შვი­ლის თეატრთან არსებულ დრამატულ სტუდიაში. 1939- იდან სიცოცხლის ბოლომდე იყო გორის თეატრის მსახიობი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: კ. მარჯანი­შვი­ლის თეატრში – მიხა (შ. დადიანის „ნაპერწკლიდან"), ბოქაული (პ. ბომარშეს „ფიგაროს ქორწინება"), მანო (ზ. ანტონოვის „მზის დაბნელება სა­ქარ­თვე­ლო­ში"), გრაფი დე ლინიერი (ა. დენერის „დები, ჟერარ") და სხვ. გორის თეატრში – სტეფანე (ი. გედევანი­შვი­ლის „გადასასვლელზე"), ტიმოთე, ავეტიკა (ა. ცაგარლის „ხანუმა", „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), ჰაჯი მურატი (ი. ვაკელის „შამილი"), ვატა (პ. კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება"), შვაჩი (ბ. ლავრენიოვის „რღვევა"), გოგია (დ. ერის­თავის „სამშობლო"), ფონ მოორი (ფ. შილერის „ყაჩაღები"), ანანია (ი. სუმბათა­შვი­ლის „ღალატი"), გელა (ა. წერეთლის „პატარა კახი"), ხევისბერი (ს. შანშია­შვი­ლის „ხევისბერი გოჩა", ა. ყაზბეგის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით) და სხვ. კ-ის მიერ შექმნილი სცენური სახე­ები გამოირჩეოდა მკვეთრი ინდივიდ. ხასიათით, რეალისტუ­რი განსახიერების სისადავითა და დამაჯერებლობით. შესრულებული აქვს ღრმად ემოციური კინემატოგრაფიული სა­ხეები: პაპუნა („მზე შემოდგომისა", რეჟ. თ. ფალავანდი­შვი­ლი, 1973), ეზუ („კუჩხი ბედინერი", რეჟ. გ. პატარაია, 1978), ბაბუა ("მარადისობის კანონი", რეჟ. ვ. კვაჭაძე, 1982), ჯაბანა ("ზოგი ჭირი მარგებელია", რეჟ. პ. ჩარკვიანი, 1984) და სხვ. განსაკუთრებული წარმატება მოუტანა ე. შენგელაიას ფილმებში მონაწილეობამ: „სამანი­შვი­ლის დედინაცვალი"(ბეკინა, 1977) და „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" (ვასო, 1983, სსრკ სა­ხელმწ. პრემია, 1985).