კახნიაშვილი ალექსანდრე ილარიონის ძე

კახნიაშვილი ალექსანდრე ილარიონის ძე [14 (26). VII. 1898, სოფ. დილიკაური, ახლანდ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, – 22. VI. 1982, თბილისი], ქიმიკოსი. ქიმიის მეცნ. დოქტორი (1952), პროფესორი (1954), სა­ქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1963). დაამთავრა თსუ-ის სიბრძნისმეტყველების ფაკ-ტი (1927). 1929-იდან გარდაცვალებამდე მუ­შა­ობ­და თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტის ორგანული ქიმიის კათედრაზე. წლების განმავლობაში იყო თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტის დეკანი, დ. მენდელეევის სახ. საკავშ. ქიმიური საზ-ბის სა­ქართვ. განყ-ბის პრეზიდიუმის წევრი.

კ-ის სამეცნ. შრო­მები ეხება ბიოლოგიურად აქტიური ორგანული ნაერთების სინთეზსა და კვლევას. მისი ხელმძღვანელობით შესწავლილია ფენოლების, კრეზოლების (მეთილფენოლების) და გვაიაკოლის (ორთო-მეთოქსიფენოლების) ალკილირების რეაქციები უჯერი სპირტებით. დადგინდა ფენოლების კატალიზური ალკი­ლირების მექანიზმი, გამოკვლეული იყო მიღებული ნივთიერებების პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობები მცენარეთა ­ზრდის სტიმულატორებად. ვაზის ნერგის გამოსავლიანობაზე გან­ხორ­ციელებული კვლევის შედეგები აღინიშნა გამოგონების სერტიფიკატით.

კ-ს მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი ღვაწლი მიუძღვის ქარ­თულ ენაზე ქიმიის სახელმძღვანელოების შექმნაში. ქართულად თარგმნა რამდენიმე სახელმძღვანელო ორგანულ ქიმიაში.

თხზ.: ქიმიის კურსის პრაქტიკუმი არასრული საშუალო და საშუალო სკოლებისათვის, თბ., 1950; ორგანული სინთეზი და მისი მნიშვნელობა სახალხო მეურნეობაში, თბ., 1959.