კახიანი საულ ნიკოლოზის ძე (15. III. 1922, თბილისი, – 7. II. 1992, იქვე), ქირურგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1960), პროფესორი (1961), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1982), საქართვ. სახელმწ. (1980) და ზაზა ფანასკერტელის (1992) სახ. პრემიების ლაურეატი.
1944 დაამთავრა თსსი. იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწ. ინ-ტის ტოპოგრაფიული ანატომიის და ოპერაციული ქირურგ. კათედრის გამგე (1952-იდან). ამავე ინ-ტის ქირურგ. ფაკ-ტის დეკანი (1963–72) და პრორექტორი სამეცნ. დარგში (1972-იდან). არჩეული იყო თსსი-ის ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერაციული ქირურგ. კათედრის გამგედ (1986–92). კ-მ შეისწავლა ზედა კიდურების სისხლძარღვებისა და ნერვების ტოპოგრაფია, მუცლის ღრუს ტოპოგრ. ანატომია და სხვ.
კ. არის მრავალი სამეცნ. შრომის, მ. შ. 14 მონოგრაფიის, 4 სახელმძღვანელოს, 2 გამოგონებისა და 3 რაციონალური წინადადების ავტორი.
თხზ.: ადამიანის ანატომია, თბ., 1970; პლასტიკური ანატომია, თბ., 1975; ზედა კიდურების ნერვების კლინიკური ანატომია, თბ., 1977