კახიანი იოსებ (ერმილე) გიორგის ძე

კახიანი იოსებ (ერმილე) გიორგის ძე (16. II. 1921, სოფ. მულახი, ახლანდ. ­მესტი­ის მუნიციპალიტეტი, მყინვარი ტერსკოლი, ­ყაბარდო-ბალყარეთი – 1992), მთამსვ­ლე­ლი, მეკლდეური. ­პრო­ფესიონალი მწვრთნელი ალპინიზმში. სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1961), რფ-ის დამს. მწვრთნელი (1967). ალპინიზმის უფროსი ინსტრუქტორ-მეთოდისტი (1958). 14 წლის ასაკში გ. ზურებიანთან ერთად მონაწილეობა მიიღო დაღუპული უკრაინელი ალპინისტების მთიდან ჩამოსვენებაში (1935). II მსოფლიო ომის (1939–45) მონაწილე, უფროსი სერჟანტი. გასული საუკუნის 50–60 წლებში მრავალი რთული ასვლის მონაწილე კავკასიონსა და პამირზე. მთამსვლელობაში სსრკ ჩემპიონატების სამგზის ოქროს (სტალინის პიკი – 1955, ვოროშილოვის პიკი – 1959, ტაჯიკისტანის პიკი – 1966), ორგზის ვერცხლისა (ლენინის პიკი – 1960, შუროვსკის პიკი – 1962) და ორგზის ბრინჯაოს (1957, მ. ხერგიანთან ერთად გაიარა რთული და სახიფათო მარშრუტი მთა დონღუზორუნის ჩრდ.-დას. კედელზე, 1958 – ტუტუბაში) მედლის მფლობელი. მწვ. იალბუზთან სამთოსამაშველო სამსახურის ერთ-ერთი ორგანიზატორი. აღზრდილი ჰყავს ასობით ალპი­ნისტი, მ.შ. ათობით სპორტის ოსტატი და სსრკ ჩემპიონი. ინგლისში მ. ხერგიანთან ერთად მიენიჭა „კლდის ვეფხვის" წოდება (1960). კ-ის პატივსაცემად ერთ-ერთ მთის მწვერვალს (3367 მ) იალბუზთან მისი სა­ხე­ლი ეწოდა. დაჯილდოებულია „სამამულო ომის" მედლით და ორდენით „მამაცობისთვის".

შ. მირიანა­შვი­ლი