კახიანი იმედა ვლადიმერის ძე (დ. 12. V. 1937, სოფ. ეწერი, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი), კინომსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1979). 1959 დაამთავრა შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი. ინ-ტში სწავლისას შეასრულა მთავარი როლები ფილმში „საბუდარელი ჭაბუკი" (გოგიტა; რეჟ. შ. მანაგაძე, 1957) და სატელევიზიო ნოველაში „დედის ხელი"ზაზა; რეჟ. მ. ჯალიაშვილი, 1959). მნიშვნელოვანი როლებია: გელა („თეთრი ქარავანი"; რეჟ. თ. მელიავა, ე. შენგელაია, 1963), პიერი („პიერი – მილიციის თანამშრომელი", რეჟ. დ. რონდელი, 1965), პლატონ სამანიშვილი („სამანიშვილის დედინაცვალი", რეჟ. ე. შენგელაია, 1977), ერმილე („სიცოცხლე, ერმილეს!", რეჟ. ნ. სანიშვილი, 1977), გოგი წულაძე („დათა თუთაშხია", რეჟ. გ. ლორთქიფანიძე, გ. გაბესკირია, 1978), ანდრო („მიზანი", რეჟ. გ. ხოჯავა, 1979), ისიდორე ბუაძე („მოცურავე", რეჟ. ი. კვირიკაძე, 1981), ბაჩანა („მარადისობის კანონი", რეჟ. ვ. კვაჭაძე, 1982); მონაწილეობს ფილმებში: „განაჩენი"(რეჟ. ლ. ხოტივარი, 1959), „პაპა გიგია" (რეჟ. ზ. გუდავაძე, 1960), „უყაიმო თამაში" (რეჟ. ი. ქავთარაძე, 1966), „ჩაძირული ქალაქის მაძიებელნი"(რეჟ. დ. აბაშიძე, 1972), „მთვარის მოტაცება"(რეჟ. თ. მელიავა, 1973), „გაქცევა გათენებისას"(რეჟ. ს. დოლიძე, 1975), „გმადლობთ, რატილი"(რეჟ. გ. კალატოზიშვილი, 1983),„ელისა და რარუს თავგადასავალი"(რეჟ. გ. პეტრიაშვილი, 1986), „ზღვის მაშვრალნი" (რეჟ. ე. სეშანი, გ. გაბესკირია, 1986), „შავი მერცხალი"(რეჟ. თ. დულარიძე, 1986), „დღიურის ჩანაწერები"(რეჟ. ლ. ერისთავი, 1986), „ფარანი ქარში"(რეჟ. ნ. ომიაძე, 1987), „ომი ყველასათვის ომია"(რეჟ. დ. აბაშიძე, 1990), „მხოლოდ სიკვდილი მოდის აუცილებლად"(რეჟ. მ. წურწუმია, 1992), „წარსულის აჩრდილები" (რეჟ. ლ. თუთბერიძე, 1996); „სავარძელი" (რეჟ. ე. შენგელაია, 2017) და სხვ. იღებდნენ საზღვარგარეთის ქვეყნების ფილმებში: „აფეთქებული ჯოჯოხეთი" (არჩილ ტატიშვილი; რეჟ. ი. ლუკინსკი, 1967, „მოსფილმი"), „24-25 არ ბრუნდება"(მილიციის კაპიტანი; რეჟ. ა. ბრენჩი, რ. გორიაევი, 1969; ლატვია); „ლერმონტოვი"(ალექსანდრე ჭავჭავაძე; რეჟ. ნ. ბურლიაევი, 1986, რუსეთი) და სხვ. მისი საშემსრულებლო მანერა გამოირჩევა დახვეწილი აქტიორული ოსტატობით, ფსიქოლოგიური დამაჯერებლობით, თბილი იუმორით.
მ. კერესელიძე