კახიანი ზაალ ნიკოლოზის ძე (5. VII. 1927, სოფ. როკითი, ახლანდ. ბაღდათის მუნიციპალიტეტი, – 31. X. 2000, თბილისი), ქირურგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1967), პროფესორი (1968), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1980). საქართვ. სახელმწ. (1980) და ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის (1991) სახ. პრემიების ლაურეატი, საქართვ. სამედიცინო მეცნ. აკადემიის პირველი პრეზიდენტი (1994).
1951 დაამთავრა თსსი. 1954– 60 იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების ინ-ტის სამეცნ. საბჭოს მდივანი, შემდეგ – დეკანი, 1967– 2000 – ამავე ინ-ტის გადაუდებელი ქირურგიის კათედრის გამგე, 1989–98 – რექტორი, 1962–72 – საქართვ. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე.
კ. იკვლევდა მუცლის ღრუს ქირურგ. და ონკოლოგიის, პორტალური ჰიპერტენზიისა და სხვ. საკითხებს.
კ. მრავალი სამეცნ. შრომის, მ. შ. 36 მონოგრაფიის, 5 გამოგონების და 4 რაციონალიზატორული წინადადების ავტორია. იყო საქართვ. სამეცნ.-სამედ. საბჭოს პრეზიდიუმისა და თბილ. გ. მუხაძის სახ. ქირურგიული საზბების თავ-რე, ევროპის იმპლანტოლოგთა აკადემიის საპატიო წევრი (1991).
კ. შეყვანილია კემბრიჯის უნ-ტის მიერ გამოცემულ მონოგრაფიაში „საერთაშორისო აღიარების ლიდერები" (1997), დაჯილდოებულია ნ. პიროგოვის სახ. მედლით „ჰუმანური მოღვაწეობისათვის" (1990) და სხვ.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1998), თბილისის საპატიო მოქალაქე (2000).
თხზ.: საუბრები ახალგაზრდა ქირურგებთან, თბ., 1989; გადაუდებელი ქირურგიული უროლოგია, თბ., 1973 (თანაავტ.: ო. ჩხაიძე, კ. გოგელიანი); ჩაჭედილი თიაქრები, თბ., 1975 (თანაავტ. ა. გოგიბერიძე); სისხლძარღვთა მაობლიტირებელი დაავადებანი, თბ., 1975.