კახიძე მედეა ილიას ასული

მ. კახიძე 

კახიძე მედეა ილიას ასული (30. XII. 1930, სოფ. ახალსოფელი, ახლანდ. ყვარლის მუნიციპალიტეტი, – 23. IV. 2015, გერმანია, დაკრძალულია თბილისში), პოეტი. დაამთავრა თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტი (1954) და სსრკ მწერალთა კავშირთან არსებული უმაღლესი ლიტ. კურსები (1960). 1977-იდან იყო სა­ქართვ. მწერალთა კავშირის ლიტ. პროპაგანდის ბიუროს თავ-რე. ლექსების პირველი კრებ. „სიყვარულის ასაკი" 1950 გამოაქვეყნა. კ-ის ძირითადი პოეტური კრებულებია: „განა წყარო ვარ" (1959), „სადა ხარ, ჩემო მებაღეო" (1962), „სიყვარულს უშენებია" (1963), „ინდი-მინდი" (1964), „წინათგრძნობა" (1972), „ლექსები" (1974), „100 ლექსი“ (2009), „ერთტომეული“ (2012) და სხვ. მასვე ეკუთვნის საბავშვო ლექსთა კრებულები: „ჯიუტი ჩიტები" (1956), „მოდი, ეკა შევრიგდეთ" (1970), „ინდი-ფრინდი" (1976) და სხვ. კ-ის ლექსები თარგმნილია სხვადა­სხვა ენაზე.