კაჭკაჭიშვილი ომარ ვლადიმერის ძე (დ. 16. I. 1944, თბილისი), მხატვარი. საქართველოს დამს. მხატვარი (1986). დაამთავრა საქართვ. სახელმწ. სამხატვრო აკადემია (1973). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობს 1964-იდან. ნამუშევრები: „ქალაქური პეიზაჟი" (1975), გრაფიკული სერია „მესხეთი" (1975), „ზამთარი" (1977), „წინაპართა ძახილი" (1984), „კოშკი სიღნაღში" (1986), „თბილისის პანორამა" (1987), ციკლი „ვარიაციები ძველი თბილისის თემაზე" (1975–98) და სხვ.; გამოფენები: „ახალგაზრდა მხატვრები"(1976, 1982, მოსკოვი), საქართველოს სახვ. ხელოვნების რეტროსპექტული გამოფენა (1987, თბილისი), საქ. სსრ სახვ. ხელოვნება (1987, მოსკოვი) და სხვ. გარდა ამისა მონაწილეობდა გამოფენებში, რ-ებიც გაიმართა ბულგარეთში (1978), ავსტრიაში (1985), გფრ-ში (1988), ქუვეითში (1994) და სხვ. 2013 ჩატარდა კ-ის პერსონალური გამოფენა თბილისში („ქარვასლა"). მისი ნამუშევრები დაცულია დ. შევარდნაძის სახ. ეროვნულ გალერეაში, შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნ. მუზეუმში, მოსკოვის აღმ. ხალხთა ხელოვნ. სახელმწ. მუზეუმში, დ. კაკაბაძის სახ. ქუთაისის სახვ. ხელოვნ. გალერეასა და კერძო კოლექციებში.