კაჭარავა პეტრე მიხეილის ძე (6. V. 1908, ქუთაისი, – 2. VI. 1969, თბილისი), აგრონომი. სოფ. მეურნ. მეცნ. დოქტორი (1961), პროფესორი (1962), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1964). 1930 დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის აგრონ. ფაკ-ტი. 1948–59 ხელმძღვანელობდა სოფ. სკრის მეხილეობის საცდელ სადგურს, 1959–69 იყო საქართვ. მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის მეხილეობის აგროტექ. განყ-ბის გამგე. 1934-იდან ეწეოდა სამეცნ.-პედ. მოღვაწეობას საქართვ. სას.-სამ. ინ-ტში. შეისწავლა ხეხილოვან მცენარეთა გენერაციული განვითარების საკითხები, ხეხილის ბაღების ნიადაგის დამუშავების სხვადასხვა სისტემა აღმ. საქართველოში. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
გ. ქველაძე