კაჭარავა ვაჟა სოლომონის ძე (დ. 2. I. 1937, თბილისი), სპორტსმენი (ფრენბურთელი). ოლიმპიური ჩემპიონი (1964, ტოკიო), ევროპის ჩემპიონი (1967). სსრკ სპორტის დამს. ოსტატი, სსრკ და რფ-ის დამს. მწვრთნელი. თამაშობდა თბილისის „ბურევესტნიკში" (1955–64), მოსკოვის „დინამოში" (1965–71), სსრკ ნაკრებში (1963–67). ევროპის ჩემპიონატის (1963) და მსოფლიო ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1966), მსოფლიოს თასის მფლობელი (1965), მსოფლიო უნივერსიადის ორგზის ჩემპიონი (1963, 1965), სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1965), სსრკ ხალხთა სპარტაკიადების ორგზის მეორე (1967, 1971) და მესამე პრიზიორი (1963). მოსკოვის ბაუმანის სახ. ტექნიკური სასწავლებლის გუნდისა და სსრკ ახალგაზრდული ნაკრების (1976–77), აგრეთვე საქართველოს ნაკრების მთ. მწვრთნელი (1984–94). დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის, სეოკის და ღირსების ორდენებით. მისი სახელი ეწოდა (2017) სპორტულ კომპლექს „ახალი თბილისის" ფრენბურთის არენას.