კაჭარავა ალექსანდრე (სანდრო) პეტრეს ძე

კაჭარავა ალექსანდრე (სანდრო) პეტრეს ძე (19. V. 1940, გორი, – 9. X. 2017, თბილისი), პიანისტი, მუსიკალურ ღონისძიებათა ორგანიზატორი. სა­ქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1982). 1966 დაამთავრა თბილისის სა­ხელმწ. კონსერვატორია (ფორტეპიანოს განხრით, პედ. – რ. ასტახი­შვილი). 1966–70 გორის სამუსიკო სასწავლებლის დირექტორი იყო. 1970 დააარსა გორის გოგონათა გუნდი (შ. მოსიძესთან ერთად; ამჟამად „გორის სამუსიკო სასწავლებლის ქალთა კამერული გუნდი"), რ-იც მსოფლიო საგუნდო შედევრებთან ერთად ­ქართველი კომპოზიტორების არაერთი ნაწარმოების პირველი შემსრულებელი და პროპაგანდისტია. 1979 კ-მ დააარსა გორის საოპერო სტუდია (მის დაარსებაში დიდი წვლი­ლი მიუძღვის რ. ტაკიძეს). ამ სტუდიაში დაიდგა (1990–94) ქ. გლიუკის „ორფევსი", ვ. ა. მოცარტის „ბასტიენი და ბასტიენა", კ. ორფის „ჭკვიანი ქალი", ო. თაქთაქი­შვი­ლის „ნიშნობა" (მუსუსი), ვ. გო­კიელის „წითელქუდა", შ. მილორავას „ძუნწი", ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე" და სხვ. 1986 კ-მ გორში საფუძველი ჩაუყარა საგუნდო მუსიკის საერთაშ. ფესტივალს (1986, 1990, 1996). 2003 გოგონათა გუნდმა ანსამბლ „რუსთავთან" ერთად კონცერტი გამართა ლონდონის საგუნდო ფესტივალზე „როიალ-ჰოლში", გასტროლებით შემოიარა სსრკ და სხვ. ქვეყნები. 2009-იდან გუნდის ხელმძღვანელია თ. ცირამუა. კ-ს ინიციატივით დაარსდა ხელოვნების მუშაკთა დასასვენებელი სახლი ატენის ხეობის სოფ. ბობნევში.

დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1996).

ბ. ბარამიძე